კურა-კურა (ე.კ. ბიფენტრინი 100 გ/ლ)




       პრეპარატის დახასიათება:

  • კურა-კურა წარმოადგენს პირეტროიდულ მაღალეფექტურ ინსექტო- აკარიციდს მოქმედების ფართო სპექტრით; ეფექტურია როგორც მწერების, ასევე მრავალი სახეობის ტკიპის წინააღმდეგ;
  •  პრეპარატი ეფექტურია მავნებლების ყველა სტადიის წინააღმდეგ;
  • მოქმედი ნივთიერების თერმო- და ფოტოსტაბილურობიდან გამომდინარე, პრეპარატს გააჩნია ხანგრძლივი მოქმედების უნარი;
  • ახასიათებს ძლიერი და სწრაფი მოქმედება მავნებლებზე, რაც იძლევა მოსავლის საბაზრე სახის შენარჩუნების გარანტიას, დროული გამოყენებისას;
  •  მედეგია წვიმით ჩამორეცხვის მიმართ; 
  • რეკომენდირებული დოზებით არ არის ფიტოტოქსიკური კულტურული მცენარეებისათვის.
კულტურა დაავადება გამოყენების დრო და მეთოდი ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) ლოდისნის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა )
ვაზი ყურძნის ჭია, ტკიპები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,4 20(2)
ვაშლი, ატამი ნაყოფჭამიები, ბუგრები, ტკიპები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,6 30(2)
ციტრუსები ბუგრები, თრიფსები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,6 30(2)
თხილი აზიური ფაროსანა, თხილის ცხვირგრძელა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,8 30(2)
პომიდორი ფრთათეთრა, ტკიპები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,4 3(2)
კიტრი ბუგრი, ტკიპები შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,4 3(2)
კომბოსტო თეთრულა, ჩრჩილი, ბუგრი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,4 30(2)
ხორბალი მავნე კუსებურა, ბუგრები, თრიფსები, ჭიჭინობელა, ჭიაწურბელა, პურის ბზუალა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,4 20(1)