მასს კაპტანი (ს.ფ. კაპტანი 500 გ/კგ)




პრეპარატის დახასიათება:

მასს კაპტანი წარმოადგენს გამოცდილ და საიმედო კონტაქტურ ფუნგიციდს ვაზის, ხეხილის, ბოსტნეული და ბახჩეული კულტურების დასაცავად სოკოვანი დაავადებებისაგან. პრეპარატი კარგად ეკვრება და ნაწილდება ფოთლის ზედაპირზე და უზრუნველყოფს კულტურის ეფექტურ დაცვას ინფიცირებისაგან. ხასიათდება სწრაფი და ძლიერი მოქმედებით დაავადების გამომწვევი სოკოს მიმართ. მასს კაპტანი თავისი მოქმედების მექანიზმის მიხედვით მიეკუთვნება M4 ჯგუფის ფუნგიციდებს, რის გამო იგი ხასიათდება რეზისტენტობის განვითარების დაბალი რისკით. თუმცა, რეზისტენტობის განვითარების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია დავიცვათ პრეპარატის გამოყენების რეგლამენტი და გამოვიყენოთ იგი მონაცვლეობაში სხვა მოქმედების მექანიზმის მქონე ფუნგიციდებთან. მასს კაპტანი შეიძლება გამოყენებული იქნეს ნაზავაბში მრავალ ფინგიციდთან და ინსექტიციდთან ერთად. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ არ შეიძლება მისი გამოყენება პრეპარატებთან, რომლებიც წყალხსნარებში ამჟღავნებენ ტუტე რეაქციას. ასევე არ შეიძლება მასს კაპტანის გამოყენება უშუალოდ მინერალური ზეთით დამუშავების წინ ან დამუშავების შემდეგ 1 კვირის განმავლობაში. პრეპარატი ნაკლებად ტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის. მასს კაპტანი შეუცვლელია მცენარეთა დაცვის ინტეგრი- რებულ სქემებში გამოსაყენებლად სხვა ფუნგიციდებთან კომბინაციაში.

 

კულტურა კულტურა გამოყენების დრო და მეთოდი ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაშლი, მსხალი ქეცი, ნაცარი დამუშავება ვეგეტაციის პერიოდში 3-5 30(54)
ვაზი ჭრაქი, სიდამპლე დამუშავება ვეგეტაციის პერიოდში 3-4 30(6)
ატამი, გარგარი სიდამპლე, ნაცარი დამუშავება ვეგეტაციის პერიოდში 3-4 15(3)
პომიდორი, კიტრი ფიტოფტოროზი, პერენოსპოროზი დამუშავება ვეგეტაციის პერიოდში 2,5-3 15 (3)
კარტოფილი ფიტოფტოროზი დამუშავება ვეგეტაციის პერიოდში 2,5-3 15 (3)
ბახჩეული პერენოსპოროზი დამუშავება ვეგეტაციის პერიოდში 3 15 (3)