ფობოსი (100 ე.კ. პენკონაზოლი 100 გ/ლ)




პრეპარატის დახასიათება:

ფობოსი წარმოადგენს სისტემური მოქმედების ფუნგიციდს ვაზის, ხეხილის, კენკროვნების, ბოსტნეული და ბახჩეული კულტურების ნაცრისაგან დასაცავად. პრეპარატი ეფექტურია როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში გამოყენებისას. პრეპარატი კარგად ნაწილდება ფოთლის ზედაპირზე და უ ზ რ უ ნ ვ ე ლ ყ ო ფ ს კ უ ლ ტ უ რ ი ს ე ფ ე ქ ტ უ რ დ ა ც ვა ს ინფიცირებისაგან. ხასიათდება როგორც პროფილაქტიკური, ასევე სამკურნალო მოქმედებით. უზრუნველყოფს ნაცრის შეჩერებას ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. ფობოსის მოქმედების ხანგრძლივობაა 12-14 დღე პროფილაქტიკურად დამუშავებისას დაავადების ზომიერად განვითარების პირობებში და 7-10 დღე - ეპიფიტოტიის დროს. პრეპარატის უნიკალური ფორმულაცია უზრუნველყოფს მის კარგ მედეგობას ჩამორეცხვისადმი რთულ მეტეოროლოგიურ პრირობებშიც კი. დამუშავებიდან 2 საათის შემდეგ მოსული წვიმა არ ამცირებს პრეპარატის ეფექტურობას. ფობოსი არ ავლენს ფიტოტოქსიკურობას დასაცავი კულტურის მიმართ და არის ძალიან მოქნილი გამოყენებაში. სეზონის განმავლობაში ფობოსი გამოიყენება 2-4 ჯერ, კულტურისა და დაავადების სიძლიერის მიხედვით. ფობოსი შეუცვლელია მცენარეთა დაცვის ინტეგრირებულ სქემებში გამოსაყენებლად სხვა ფუნგიციდებთან კომბინაციაში და მონაცვლეობაში. პრეპარატი ნაკლებად ტოქსიკურია თბილსისხლიანებისთვის. ფობოსი არ გამიყენება საავიაციო შესხურების გზით.

კულტურა დაავადება გამოყენების დრო და მეთოდი ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაზი ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,25-0,35 20(3)
კიტრი ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,25-0,35 3(2)
ვაშლი ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,3-0,4 20(4)
ატამი ნაცარი,სიდამპლე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,5-1,5 20 (3)
მარწყვი ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.3-0,6 20 (2)
თხილი ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,5-0,6 20 (2)