AgroLinks
რიდოლეტი (მც ს.ფ. მანკოცები 640 გ/კგ + მეტალაქსილი 80 გ/კგ)
მოქმედების მექანიზმი:
რიდოლეტი მც წარმოადგენს სისტემური მოქმედების ფუნგიციდს. მასში შემავალი უნიკალური მოქმედი ნივთიერებების კომბინაცია განაპირობებს რიდოლეტ მც-ს მაღალ ეფექტურობას და უზრუნველყოფს მცენარის საიმედო დაცვას რთულ კლიმატურ პირობებშიც კი. რიდოლეტ მც-ში შემავალი მეტალაქსილი სწრაფად აღწევს მცენარის ქსოვილში და ახშობს მასში შეღწეული სოკოს მიცელიუმის განვითარებას. მანკოცები კი ფოთლის ზედაპირზე წარმოქმნის დამცავ ბარიერს, რომელიც საშუალებას არ აძლევს პათოგენს შეაღწიოს მცენარის ქსოვილში.
პრეპარატის დახასიათება:
გახსოვდეთ, რომ მიუხედავად მისი სისტემური ბუნებისა, დაავადების უკეთესი კონტროლისათვის რიდოლეტ მც გამოყენებულ უნდა იქნას პროფილაქტიკურად, მანამ, სანამ დაავადების სიმპტომები გახდება ვიზუალურად ხილული. რეზისტენტობის თავიდან აცილების მიზნით არ არის რეკომენდირებული რიდოლეტ მც-ს გამოყენება ერთსა და იმავე ნაკვეთში სეზონის განმავლობაში 4-ზე მეტ ჯერ. რეკომენდირებულია მისი მონაცვლეობა სხვა ჯგუფის განსხვავებული მოქმედების მექანიზმის მქონე ფუნგიციდებთან.
კულტურა | დაავადება | გამოყენების დრო და მეთოდი | ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) | ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა) |
---|---|---|---|---|
ვაზი | ჭრაქი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 2,5 | 20 (4) |
კარტოფილი | ფიტოფტოროზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 2,5 | 20 (3) |
პომიდორი | ფიტოფტოროზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 2,5 | 10 (4) |
კიტრი | პერენოსპოროზი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 2,5 | 3 (3) |
ხახვი | ჭრაქი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 2,5 | 20 (3) |