ლანგრიფი მც (75 წ.დ.გ.რ. მანკოცები 750 გ/კგ)



მოქმედების მექანიზმი:
ლანგრიფში შემავალი მანკოცები დღეისათვის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ფართოდ გამოყენებულ ფუნგიციდს მსოფლიო ბაზარზე. გამომდინარე თავისი სოკოს უჯრედების საწინააღმდეგო უნიკალური მოქმედებიდან, მანკოცები დღემდე რჩება შეუცვლელ ფუნგიციდათ მრავალი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სოკოვანი დაავადებების ფართო სპექტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. მანკოცებს არა აქვს უნარი შეაღწიოს მცენარის ქსოვილში, იგი წარმოქმნის თანაბრად განაწილებულ დამცავ ფენას მცენარის ზედაპირზე. ამიტომ, დაავადების ეფექტური კონტროლისათვის ლანგრიფი უნდა იქნას გამოყენებული პროფილაქტიკურად, მანამ, სანამ დაავადების გამომწვევი სოკო შეიჭრება მცენარეში.

მოქმედების სპექტრი :
ლანგრიფი გამოიყენება ჭრაქის, ფიტოფტოროზის, ალტერნარიოზის, ქეცის, ანთრაქნოზის წინააღმდეგ მრავალ კულტურაში: ვაზი, კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, ბადრიჯანი, წიწაკა, საზამთრო, ნესვი, ვაშლი, ატამი, გარგარი, ციტრუსები და სხვა.

პრეპარატის დახასიათება:

  • მოქმედებს შესხურებისთანავე;
  • გააჩნია მცერარის მასტიმულირებელი ეფექტი: ხელს უწყობს მცენარის ვეგეტატიური ნაწილების ზრდას;
  • თავსებადია მრავალ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან, რაც იძლევა მის ნაზავებში გამოყენების საშუალებას;
  • შეუცვლელია ინტეგრირებული დაცვის სისტემებში გამოსაყენებლად;
  • არ არის ფიტოტოქსიკური დასაცავი კულტურისათვის;
  • ახასიათებს რეზისტენტობის განვითარების დაბალი ალბათობა;
  • დაბალტოქსიკურია ფუტკრისთვის

 

კულტურა დაავადება

გამოყენების დრო მეთოდი

ხარჯვის ნორმა
(კგ/ჰა)

ლოდინის პერიოდი
(გამოყენების ჯერადობა)

 ვაზი  ჭრაქი  შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2-2,5 28 (4)
 ვაშლი  ქეცი  შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2-2,5 28 (4)  
ატამი  ხუჭუჭა  შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2-3   28 (4)
კარტოფილი ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი  შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2 15 (4)
პომიდორი ფიტოფტოროზი, ალტერნარიოზი  შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2 15 (4)
კიტრი პერენოსპოროზი  შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2-2.5 10 (4)
საზამთრო ჭრაქი  შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2.5 10 (4)
ხახვი ჭრაქი, ალტერნარიოზი  შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2 15 (4)