კორსები (ს.ფ. მანკოცები 680 გ/კგ + ციმოქსანილი 45 გ/კგ)




მოქმედების მექანიზმი:

კორსები წარმოადგენს ლოკალურ-სისტემურ კომბინირებულ ფუნგიციდს დამცავი, სამკურნალო და ანტისპორათწარმომქმნელი მოქმედებით. მასში შემავალი მოქმედი ნივთიერებების კომბინაცია განაპირობებს პრეპარატის მაღალ ეფექტურობას და უზრუნველყოფს მცენარის საიმედო დაცვას სოკოვანი დაავადებებისაგან. ციმოქსანილი სწრაფად იჭრება დასაცავი კულტურის ქსოვილში და სპობს სოკოებს საინკუბაციო პერიოდის პირველ ნახევარში. მანკოცები კი წარმოქმნის კულტურის ფოთლის ზედაპირზე საიმედო დამცავ ბარიერს, რომელის იცავს მცენარეს ინფიცირებისაგა. მიუხედავად კორსების სისტემური ბუნებისა, დაავადების უკეთესი კონტროლისათვის ჯობია პრეპარატი გამოყენებულ იქნას პროფილაქტიკურად, მანამ, სანამ დაავადების სიმპტომები გახდება ვიზუალურად ხილული. რეზისტენტობის თავიდან აცილების მიზნით არ არის რეკომენდირებული კორსების გამოყენება ერთსა და იმავე ნაკვეთში სეზონის განმავლობაში 4-ზე მეტ ჯერ. რეკომენდირებულია მისი მონაცვლეობა სხვა ჯგუფის განსხვავებული მოქმედების მექანიზმის მქონე ფუნგიციდებთან.

პრეპარატის დახასიათება:

  •  კორსებს გააჩნია მკვეთრად გამოხატული სამკურნალო მოქმედება;
  •  ახასიათებს კარგი მედეგობა წვიმით ჩამორეცხვის მიმართ; ციმოქსანილი მთლიანად ნაწილდება მცენარის მწვანე მასაში შესხურებიდან 1-2 საათის განმავლობაში;
  •  კორსები თავსებადია მრავალ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან, რაც იძლევა მის ნაზავებში გამოყენების საშუალებას;
  •  ახასიათებს გამოყენების ფართო სპექტრი: ვაზი, კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, ბახჩეული, ხახვი და სხვა;
  •  არ გააჩნია ფიტოტოქსიკურობა დასაცავი კულტურის მიმართ.
კულტურა დაავადება გამოყენების დრო და მეთოდი ხარჯვის ნორმა
(კგ/ჰა)
ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაზი ჭრაქი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2,5 20 (4)
კარტოფილი ფიტოფტოროზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2,5 14 (3)
პომიდორი ფიტოფტოროზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2,5 14 (4)
კიტრი პერენოსპოროზი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2.5-3.0 3 (3)
ხახვი ჭრაქი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 4.0 14 (3)