აისი (642 წდგრ დიკამბა 609 გ/კგ + რიმსულფურონი 32.5 გ/კგ)




მოქმედების მექანიზმი:

აისი 642 წდგრ-ს მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰერბიციდში შემავალი კომპონენტის რიმსულფურონისა და დიკამბას სინერგიულ მოქმედებასთან. დიკამბა შეიწოვება ფოთლებიდან და ფესვთა სისტემიდან და გააჩნია ყველა მიმართულებით მოძრაობის უნარი: ფესვებიდან ზრდის წერტილამდე და მიწის ზედა ნაწილიდან ფესვებამდე. რიმსულფურონი ძირითადად შეიწოვება ფოთლებით და გადაადგილდება სარეველების ზრდის წერტილებისკენ.ჰერბიციდი აჩერებს უჯრედების დაყოფას ნაზარდებისა და ფესვების ზრდის ადგილებში, რის გამოც შესხურებიდან რამოდენიმე საათში ჩერდება სარეველების ზრდა და რასაც საბოლოოდ მოჰყვება სარეველების დაღუპვა. პრეპარატის მოქმედების მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა ნათესის აღმოცენების შემდგომ შესხურების დროს, როცა ერთწლიანი სარეველები არიან 3-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაში მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველები როზეტის ფაზაში, ხოლო მარცვლოვანი სარეველები 15-20 სანტიმეტრი სიმაღლის. პრეპარატის მოქმედების გასაძლიერებლად და დასაჩქარებლად გამოიყენეთ ზედაპირულად აქტიური ნივთიერება ტრენდ 90-თი 250 მლ/ჰა-ზე.

მგრძნობიარე სარეველების არასრული ჩამონათვალი:

შალაფა, მხოხავი ჭანგა, ძურწა, ფეტვი, შვრიუკა, გლერტა, ყაყაჩო, გვირილა, ნარშავი, ამბროზია, ჟუნჟრუკო, ჭინჭარი, ჯიჯილაყა, ბეგიაური, რძიანა, ღიჭა, მამულა, წიწმატურა, მზესუმზირა, მატიტელა, მჟაუნა, ბოლოკურა, ძაღლყურძენა, ხებალახა, ხვართქლა, თათაბო, ნემსიწვერა, პიტნა, ღორის ბირკა.

მოქმედების სიჩქარე :

2-3 საათი შესხურების შემდეგ. სარეველების დაღუპვის პირველი ვიზუალური ნიშნები ვიზუალურად ხილული ხდება შესხურებიდან 3-7 დღეში.სარეველების სრული განადგურდება ხდება 7-21 დღეში.

 

კულტურა დაავადება გამოყენების ხარჯვის ნორმა ლოდისნის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა )
სიმინდი ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები შესხურება როცა კულტურა 2-6 ნამდვილი ფოთლის ფაზაშია 350 გ/ჰა -(1)