ტიტანი (წ.დ.გ.რ. რიმსულფურონი 250 გ/კგ)




მოქმედების მექანიზმი:

ტიტანი წარმოადგენს სელექტიურ სისტემურ ჰერბიციდს მარცვლოვანი და მრავალი ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ მათი აღმოცენების შემდგომ პერიოდში საბრძოლველად. შეიწოვება მცენარეში ფოთლებიდან და სწრაფად გადაადგილდება ზრდის წერტილებისაკენ და ხელს უშლის უჯრედების დაყოფას.

მგრძნობიარე სარეველები :

შალაფა, მხოხავი ჭანგა, ძურწა, ფეტვი, ბურჩხა, შვრიუკა, გლერტა, მწყერფეხა, სორგო, იტალიური კოინდარი.

მოქმედების სიჩქარე :

სარეველები წყვეტენ კვებას და ზრდას დამუშავებიდან 2-3 საათში. სარეველების დაღუპვის პირველი ხილული ნიშნები შესამჩნევი ხდება შესხურებიდან 5-7 დღეში.სარეველების სრული განადგურდება ხდება 2-3 კვირაში.

უპირატესობები :

- ტიტანის მოქმედი ნივთიერება სწრაფად იშლება ნიადაგში მოხვედრისას და ამიტომ მისი გამოყენება არ იწვევს შემდგომი კულტურების მოყვანის შეზღუდვას;
- არ იწვევს სტრესს, არ ახდენს უარყოფით გავლენას კულტურის განვითარებაზე;
- დაბალტოქსიკურია თბილსისხლიანებისთვის და გარემოსათვის.

 

კულტურა სარეველები გამოყენების დრო და მეთოდი კულტურის განვითარების ფაზა ხარჯვის ნორმა,
(გ/ჰა)
სიმინდი ერთწლიანი მარცვლოვანი და მგრძნობიარე ორლებნიანი სრეველები მხოხავი ჭანგა, შალაფა: 10-15 სმ ფაზაში; ბურჩხა, ძურწას ნაირსახეობები და სხვა ერთწლიანი მარცვლოვნები: 2 ფოთლიდან ბარტყობამდე; მწყერფეხა და ფეტვი: 3 ფოთლამდე; ღიჭა: როზეტის სტადია; ორლებნიანები: 2-4 ფოთლის ფაზაში 3-5 ფოთლის ფაზა 50 გ/ჰა პრეპარატი გამოიყენება მიმწებებელთან ერთად
პომიდორი 4 ნამდვილი ფოთლის ფაზიდან ან ჩითილის გადარგვიდან
კარტოფილი კულტურის განვითარების ფაზისაგან დამოუკიდებლად