სამბა (500 ს.კ. S-მეტოლაქლორი 312,5 გ/ლ + ტერბუთილაზინი 187,5 გ/ლ)




მოქმედების სპექტრი:

სამბა განკუთვნილია სიმინდის, მზესუმზირის, სოიოს ნათესებში და კარტოფილისა და პომიდორის ნარგავებში მრავალი ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველების გასანადგურებლად.

მოქმედების მექანიზმი:

სამბა წარმოადგენს სისტემური მოქმედების ორკომპონენტიან ჰერბიციდს. S-მეტოლაქლორი სარეველებში იწვევს უჯრედების დაყოფის პროცესის დარღვევას, ხოლო ტერბუტილაზინი ბლოკავს ფოტოსინთეზის პროცესს, შედეგად, პრეპარატისადმი მგრძნობიარე სარეველები იღუპებიან. პრეპარატის შეწოვა სარეველას მხრიდან ხდება მისი აღმოცენების მომენტში, ამიტომ, სამბას შეტანა ნაკვეთში ხდება კულტურის აღმოცენებამდე ნიადაგის მისი წყალხსნარით დამუშავების გზით.

უპირატესობები :

- სამბა იცავს კულტურას სარეველებისაგან აღმოცენების მომენტიდან;
- გააჩნია ხანგრძლივი დაცვითი მოქმედება - 60-80 დღემდე;
- მოხსნილია სარეველების "მეორე ტალღის" პრობლემა;
- არ არის ფიტოტოქსიკური რეკომენდირებული დოზებით.

 

კულტურა მავნე ობიექტი გამოყენების დრო და მეთოდი ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა)
სიმინდი, სორგო ერთწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები ნიადაგის დამუშავება კულტურის თესვამდე, თესვის დროს ან თესვის შემდგომ პერიოდში, კულტურის 3-5 ნამდვილი ფოთლის ფაზაში 4 – 4,5
მზესუმზირა ნიადაგის დამუშავება კულტურის თესვამდე, თესვის დროს ან თესვის შემდგომ პერიოდში, მაგრამ კულტურის აღმოცენებამდე
სოიო ნიადაგის დამუშავება კულტურის თესვამდე, თესვის დროს ან თესვის შემდგომ პერიოდში, მაგრამ კულტურის აღმოცენებამდე
კარტოფილი ნიადაგის დამუშავება კულტურის თესვამდე, თესვის დროს ან თესვის შემდგომ პერიოდში, მაგრამ კულტურის აღმოცენებამდე
პომიდორი ნიადაგის დამუშავება ჩითილების გადარგვამდე