AgroLinks
რიმაქსი დ (762 წდგრ დიკამბა 659 გ/კგ + ტრიბენურონ-მეთილი 102.5 გ/კგ)
მოქმედების მექანიზმი:
რიმაქსი დ 762 წდგრ წარმოადგენს სისტემური მოქმედების ჰერბიციდს. იგი სწრაფად იჭრება სარეველაში და მოძრაობს რა ქსილემასა და ფლოემაში ანადგურებს მიწისზედა ორგანოებსა და ფესვთა სისტემას. პრეპარატი წარმოადგენს მოქმედების ფართე სპექტრის მქონე ჰერბიციდს რომელიც ანადგურებს ერთწლიან და მრავალწლიან ორლებნიან სარეველებს.
მგრძნობიარე სარეველების არასრული ჩამონათვალი:
ყაყაჩო, ბოლოკურა, გვირილა, მინდვრისდოგვი, შავი მდოგვი, ქუთქუთა, ნარშავი, ჟუნჟრუკი, ჭინჭარი, ჯიჯილაყა, წიწმატურა, ხვართქლა, თათაბო, ძაღლყურძენა, ხებალახა, ნემსიწვერა, პიტნა, ღორის ბირკა და სხვა.
მოქმედების სიჩქარე :
2-3 საათი შესხურების შემდგომ. სარეველების დაღუპვის პირველი ვიზუალური ნიშნები ვიზუალურად ხილული ხდება შესხურებიდან 3-7 დღეში. სარეველების სრული განადგურდება ხდება 7-21 დღეში.
კულტურა | დაავადება | გამოყენების | ხარჯვის ნორმა | ლოდისნის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა ) |
---|---|---|---|---|
საშემოდგომო და საგაზაფხულო ხორბალი და ქერი, ჭვავი | ერთწლიანი და მრავალწლიანი ორლებნიანი სარეველები მათ შორის 2.4დ-ს მიმართ გამძლე | ნათესების შესხურებაბარტყობის ფაზიდან მუხლში გასვლამდე | 150 გ/ჰა | -(1) |