AgroLinks
ნიკონი (ს.კ. ნიკოსულფურონი 40 გ/ლ)
მოქმედების მექანიზმი:
ნიკონი წარმოადგენს სელექტიურ სისტემურ ჰერბიციდს მარცვლოვანი და მრავალი ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ მათი აღმოცენების შემდგომ პერიოდში საბრძოლველად. შეიწოვება მცენარეში ფოთლებიდან და სწრაფად გადაადგილდება ზრდის წერტილებისაკენ და ხელს უშლის უჯრედების დაყოფას.
მგრძნობიარე სარეველები :
შალაფა, მხოხავი ჭანგა, ძურწა, ფეტვი, ბურჩხა, შვრიუკა, გლერტა, მწყერფეხა, სორგო, იტალიური კოინდარი.
მოქმედების სიჩქარე :
სარეველები წყვეტენ კვებას და ზრდას დამუშავებიდან 2-3 საათში. სარეველების დაღუპვის პირველი ხილული ნიშნები შესამჩნევი ხდება შესხურებიდან 5-7 დღეში.სარეველების სრული განადგურდება ხდება 14-25 დღეში.
უპირატესობები :
- გამოყენების ფართო დიაპაზონი: 4-დან 8 ფოთლის ფაზამდე; - არ იწვევს სტრესს, არ ახდენს უარყოფით გავლენას კულტურის განვითარებაზე და მოსავლიანობაზე; - ნიკონის მოქმედი ნივთიერება სწრაფად იშლება ნიადაგში მოხვედრისას და ამიტომ მისი გამოყენება არ იწვევს შემდგომი კულტურების მოყვანის შეზღუდვას.
კულტურა | სარეველები | კულტურის განვითარების ფაზა | ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) | სარეველების განვითარების ფაზა |
---|---|---|---|---|
სიმინდი | ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვნები და მგრძნობიარე ორლებნიანები | 2-6 ფოთოლი | 1,0-1,2 | მხოხავი ჭანგა, შალაფა: 10-15 სმ სიმაღლის ფაზაში ბურჩხა, ძურწას ნაირსახეობები და სხვა ერთწლიანი მარცვლოვნები: 2 ფოთლიდან ბარტყობამდე მწყერფეხა და ფეტვი: 3 ფოთლამდე ღიჭა: როზეტის სტადია ორლებნიანები: 2-4 ფოთლის ფაზაში |