ნერო (წ.დ.გ.რ. ტრიბენურონ მეთილი 750 გ/კგ)




მოქმედების მექანიზმი:

ნერო წარმოადგენს სისტემურ ჰერბიციდს ფართეფოთლიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად მათ აღმოცენების შემდგომ პერიოდში. პრეპარატი სწრაფად იჭრება სარეველას ქსოვილში და გადაადგილდება მის ზრდის წერტილებისაკენ. მგრძნობიარე სარეველების ზრდა ჩერდება დამუშავებიდან 2-3 საათში. პრეპარატის მოქმედების ხილული სიმპტომების გამოვლენა ხდება დამუშავებიდან 5-10 დღის შემდეგ, ხოლო სარეველების სრული განადგურება ხდება 12-18 დღის შემდეგ. პრეპარატის მოქმედება იზრდება თბილი და ტენიანი ამინდების დროს, ხოლო ცივი და გვალვიანი ამინდების დროს ნელდება.

მგრძნობიარე სარეველები :

ყაყაჩო, ბოლოკურა, გვირილა, მინდვრის მდოგვი, შავი მდოგვი, ქუთქუთა, ნარშავი, ჟუნჟრუკი, ჭინჭარი, ჯიჯილაყა, წიწმატურა, თათაბო, ძაღლყურძენა, ხებალახა, ნემსიწვერა, პიტნა, ღორის ბირკა, ქინძარა, ქვათესლა, ყანის ჭლექი, ნაცარქათამა, ღიჭა,ირაგა, გონგოლა და სხვა.

უპირატესობები :

- ნეროს გამოყენება შესაძლებელია დაბალ ტემპერატურებზე +4 C-დან ;
- გამიყენება 2-3 ფოთლის ფაზიდან დათავთავებამდე;
- არ იწვევს სტრესს, არ ახდენს უარყოფით გავლენას კულტურის განვითარებაზე

 

კულტურა ხარჯვის ნორმა გრამი/ჰა-ზე გამოყენების დრო და მეთოდი სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა ლიტრი/ჰა-ზე
საშემოდგომო და საგაზაფხულო ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი 15-20 გ/ჰა შესხურება კულტურის ბარტყობის ფაზიდან აღერებამდე 200-300