ბაკარდი (125 ე.კ. კვიზალოფოპ-პ-ეთილი 125 გ/ლ)




მოქმედების მექანიზმი:

პრეპარატი ეფექტურად აღწევს მცენარეში ფოთლების და ღეროების მეშვეობით, გადაადგილდება ზრდის წერტილებისაკენ და არღვევს ცხიმოვანი მჟავების სინთეზს, რის გამოც ხდება სარეველების განადგურება.

მგრძნობიარე ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვნები :

შალაფა, ერთწლოვანი თივაქასრა, ღვარძლი, ძურწა, დურღენი და თავკომბალა, გლერტა, შვრიუკა, მდელოს მელაკუდა, თეთრი ნამიკრეფია, მხოხავი ჭანგა, ჩვეულებრივი თივაქასრა, ლელი და სხვა. კულტურის განვითარების ფაზისაგან დამოუკიდებლივ დამუშავების ოპტიმალურ პერიოდად ითვლება პერიოდი როცა სარეველები 2-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაში არიან, ჭანგასთვის როცა სარეველა 10-15 სმ სიმაღლისაა. საუკეთესო ეფექტი მიიღება თბილი და ნოტიო ამინდის პირობებში მაშინ, როცა სარეველები აქტიური ზრდის ფაზაში არიან. დამუშავებიდან 2-3 კვირის განმავლობაში მოერიდეთ რიგთაშორის დამუშავებებს რათა არ მოხდეს სარეველების მიწისქვეშა ნაწილების დაქუცმაცება და შესაძლო რეგენერაცია. პრეპარატი მოქმედებას იწყებს შესხურებისთანავე, რამოდენიმე დღის შემდეგ (4-10 დღე) სარეველებზე შეიმჩნევა ნაზარდის გაუფერულება და შემდგომი დაღუპვა. სარეველების სრული დაღუპვა შეიმჩნევა ერთწლიანებისთვის 7-10 დღეში, ხოლო მრავალწლიანებისთვის 14-20 დღეში.

კულტურა დაავადება გამოყენების დრო მეთოდი ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) ლოდისნის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა )
ჭარხალი (სუფრის და შაქრის), ხახვი, სტაფილო, კომბოსტო, კარტოფილი, პამიდორი, ვენახი, მზესუმზირა ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველები ვეგეტაციაში მყოფი კულტურის შესხურება როცა სარეველები 2-4 ნამდვილი ფოთლის ფაზაშია 0,4 – 0,8 1
მრავალწლიანი მარცვლოვანი სარეველები ვეგეტაციაში მყოფი კულტურის შესხურება როცა სარეველები 10-15 სმ სიმაღლისაა და მიუხედავად კულტურის განვითარების ფაზისა 0,8 – 1,2 1