ამეტრინი (500 ს.კ. პრომეტრონი 500 გ/ლ)




მოქმედების მექანიზმი:

ამეტრინი 500 სკ წარმოადგენს შერჩევითი მოქმედების ჰერბიციდს, რომელიც შეიწოვება სარეველების ნაზარდის და ფესვების მიერ როცა პრეპარატს ვიყენებთ კულტურის აღმოცენებამდე, ასევე იმ სარეველების ფოთლების მიერი რომლებიც უკვე აღმოცენებულები არიან. პრეპარატის გავლენით ხდება მცენარეებში ფოტოსინთეზის ბლოკირება. მოქმედების სიჩქარეა: 3-4-დან 7-10 დღემდე, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.

მგრძნობიარე სარეველების არასრული ჩამონათვალი:

ბოლოკურა, ჭინჭარი, დედოფლისთითა, ძაღლყურძენა, ხებალახა, დანდური, ნემსიწვერა, შავთარა, ფეტვი, ჯიჯილაყა, გვირილა, თათაბო, მდოგვი, ღორის ბირკა, ლემა, მატიტელა და სხვა.

მოქმედების ხანგრძლივობა:

ნიადაგობრივ-კლიმატური პირობებიდან და ხარჯვის ნორმიდან გამომდინარე 35-45 დღე.

 

 

კულტურა დაავადება გამოყენების დრო და მეთოდი ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) ლოდისნის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა )
ოხრახუში, კამა ნიახური, რეჰანი ერთწლიანი ორლებნიანი და მარცვლოვანი სარეველები ნიადაგის შესხურება დათესვამდე, კულტურის აღმოცენებამდე ან თუ კულტურა 1-2 ნამდვილი ფოთლის ფაზაშია 2-3 28(1)
ქინძი ნიადაგის შესხურება დათესვამდე, კულტურის აღმოცენებამდე ან თუ კულტურა 2-3 ნამდვილი ფოთლისფაზაშია 2-3 28(1)
მზესუმზირა ნიადაგის შესხურება თესვისას ან დათესვის შემდეგ კულტურის აღმოცენებამდე 2,5-3 -(1)
სოიო ნიადაგის შესხურება თესვისას ან დათესვის შემდეგ კულტურის აღმოცენებამდე 2,5-3,5 -(1)
ლობიო ნიადაგის შესრულება კულტურის აღმოცენებამდე 2-3 დღით ადრე 3 -(1)
კარტოფილი ნიადაგის შესხურება დათესვამდე, თესვისას ან კულტურის ამოსვლამდე 2-3.5 20(1)
ბარდა,ნიორი ნიადაგის შესხურება კულტურის ამოსვლამდე 2.5-3 -(1)
სტაფილო ნიადაგის შესხურება დათესვამდე, კულტურის აღმოცენებამდე ან თუ კულტურა 1-2 ნამდვილი ფოთლის ფაზაშია 1.5-3 70(1)
სიმინდი ნიადაგის შესხურება დათესვამდე თესვისას ან კულტურის ამოსვლამდე 2-3.5 -(1)