აგატი (ე.კ. კლოდინაფოპ-პროპარგილი 80 გ/ლ + კლოკვინტოსეტ-მექსილი 20 გ/ლ)




მოქმედების მექანიზმი:

აგატი წარმოადგენს შერჩევითი მოქმედების სისტემურ ჰერბიციდს მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად ხორბლის ნათესებში. პრეპარატი ხასიათდება მაღალი ეფექტურობით და სელექტიურობით. შესაძლებელია აგატის გამოყენება ნაზავებში მრავალ ჰერბიციდთან ერთად. აგატი სწრაფად იშლება ნიადაგში მოხვედრისას, ამიტომ მას არ გააჩნია გავლენა შემდგომ კულტურებზე.

მგრძნობიარე სარეველების არასრული ჩამონათვალი:

შვრიუკა, ძურწა, ბურჩხა, მელაკუდა, ცოცხა ბალახი, მწყერფეხა და სხვა.

მოქმედების სისწრაფე:

პრეპარატი სწრაფად იჭრება სარეველას ქსოვილში და დამუშავებიდან 48 საათშიიგი წყვეტს განვითარებას. სარეველების სრული განადგურება კლიმატური პირობებიდან და ხარჯვის ნორმიდან გამომდინარე ხდება 10-20 დღეში.

 

კულტურა დაავადება გამოყენების დრო და მეთოდი ხარჯვის ნორმა
(ლ/ჰა)
ლოდისნის პერიოდი
(გამოყენების ჯერადობა )
საშემოდგომო და საგაზაფხულო ხორბალი შვრიუკა ნათესების შესხურება სარეველების განვითარების ადრეულ (2-3 ფოთოლი) სტადიაში კულტურის განვითარების ფაზის მიუხედავათ 0,3-0,4 -(1)
ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველები (ბურჩხა, ძურწა, მელაკუდა, მწყერფეხა, ცოცხა ბალახი) 0,5-0,75 -(1)