AgroLinks
სელიტი (400 ს.კ დოდინი 400 გ/ლ)
მოქმედების მექანიზმი:
პრეპარატის მოქმედ ნივთიერებას გააჩნია უნიკალური მოქმედების მექანიზმი, რაც საშუალებას იძლევა:
გამოყენების თავისებურებანი:
სელიტი 400 სკ-არის სისტემური ფუნგიციდი ხანგრძლივი პროფილაქტიკური ( 7 დღე დამუშავების შემდგომ ) სამკურნალო (48 საათი დამუშავების შემდეგ ) მოქმედებით, გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით ვაშლის ქეცის გამომმწვევი სოკოს წინააღმდეგ. საუკეთესო ეფექტს იძლევა ადრეული დამუშავება დაწყებული მწვანე კონუსის ფაზიდან ყვავილობამდე. ამით გამოიხატება ფუნგიციდის უპირატესობა შედარებით სხვა სტანდარტულ პრეპარატებთან. დაბალი ტემპერატურა შესხურების დროს არ მოქმედებს ფუნგიციდს ეფექტურობაზე. კონტაქტური ფუნგიციდები დითიანონის და მანკოცების საფუძველზე მთლიანად ჩამოირეცხება ფოთლებიდან 20 მმ ნალექის მოსვლის შემდეგ, ციპროდინილის საფუძველზე - 40მმ ნალექის შემდეგ, ხოლო 90 % სელიტი 400 სკ ხსნარი რჩება ფოთოლზე 50 მმ ნალექის მოსვლის შემდეგაც კი. პრეპარატს გააჩნია ასევე საუკეთესო აქტივობა ატმის ფოთლის სიხუჭუჭის წინააღმდეგ. რეკომენდირებულია 2 დამუშავება: კვირტების დაბერვისას და ყვავილობის დაწყების წინ.
ყურადღება!
სელიტი 400 სკ არ გამოიყენება ნარევებში
სხვა ფუნგიციდებთან და ინსექტიციდებთან.
კულტურა |
დაავადება |
გამოყენების დრო და მეთოდი |
ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) |
ლოდინის პერიოდი |
---|---|---|---|---|
ვაშლი,მსხალი | ქეცი | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 1.7 | 60 (1-2) |
ბალი, ალუბალი | ფოთლის ლაქიანობა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 1.7 | 14 (1-2) |
ატამი | ხუჭუჭა | შესხურება ვეგეტაციის პერიოდში | 2.25 | 75 (1-2) |