პრიუსი (400ს.კ. პირიმეთანილი 400 გ/ლ)




მოქმედების მექანიზმი:

პრიუსი 400 სკ-წარმოადგენს სისტემური მოქმედების პრეპარატს რომლის მოქმედი ნივთიერება პირიმეთანილი შედის ანილოპირიმიდინების კლასში. პირიმეთანილს გააჩნია გამორჩეული თვისება გადანაწილებისა დამუშავების შემდეგ - ფუმიგაციური, ტრანლამინალური და სისტემური გადანაწილების ხარჯზე. პირიმეთანილი ახდენს პათოგენის უჯრედში მეთიონინის ბიოსინთეზის რღვევას რაც იწვევს პროტეინების ნაკლებობას და რაც ფატალურად აისახება პათოგენის უჯრედის სიცოცხლისუნარიანობაზე.

გამოყენების თავისებურებები

ვაშლზე გამოყენებისას პრეპარატი მაღალეფექტურია ქეცისა და მონალიოზის წინააღმდეგ. ამ დაავადებების ინტენსიურ განვითარებას ხელს უწყობს ყვავილობისას ცივი და ნესტიანი ამინდი, ნისლი და ცვარი. ასეთი ამინდების შემთხვევაში ხანგრძლივდება ყვავილობის პერიოდი, უარესდება დამტვერიანობის პრეოცესი, დაავადებების გამომწვევი სოკო ინტენსიურად გამოყოფს სპორებს, მოკლედ იქმნება იდეალური პირობები მცენარის დაავადებით დაინფიცირებისა და დაავადებების ინტენსიური განვითარებისთვის. დაავადების გამომწვევი პათოგენების მიცელიუმი წარმოქმნის დიდი რაოდენობის სპორებს ხეხილის ნაზარდის ზრდისა და ყვავილობის პერიოდში. სოკო Venturia- ს სპორები ხვდებიან ახალგაზრდა ფოთლებსა და ნაყოფზე რაც იწვევს ზეთისხილის შეფერილობის ხავერდოვან ნადებს (ფოთლის ქვედა მხრიდან ) რომელიც შედგება მიკროსკოპული ზომის მრავალრიცხოვანი კონიდიებისგან. ფოთლისა და ნაყოფის ქსოვილი რომლებიც ამ ლაქების ქვეშ არის მოქცეული იღუპებიან. კვირტისა და ყვავილის დაზიანება როგორც წესი იწვევს მათ ცვენას და შემდგომ განვითარებადი ნაყოფის ძლიერ დაზიანებას. სოკო Monilia-ს სპორები იჭრებიან ნასკვში, რაც იწვევს მათ გახმობას. დაინფიცირება შესაძლებელია კვირტებიდანაც მოხდეს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომიდინარეობს რომ ქეცისა და მონოლიოზის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში ყველაზე ეფექტურია ყვავილობის წინა და ყვავილობის შემდგომი პროფილაქტიკური წამლობა. ვაზში პრეპარატი გამოიყენება Botritis-ის ოჯახის სოკოს მიერ გამოწვეული ნაცრისფერი სიდამპლის წინააღმდეგ საბრძოლველად. მევენახეობაში ნაცრისფერი სიდამპლე განსაკუთრებით საშიშია როგორც მარცვლის სიდამპლის გამომწვევი. როგორც კი მარცვალი რბილდება მაშინვე იზრდება დაინფიცირების საშიშროება ამ მომოენტისთვის მარცვლის სიღრმიდან მის ზედაპირზე ეპიდერმისის და კუტიკულის გავლით, ეგზოსმოტიკური გზით ხდება შაქარშემცველი ნივთიერებების ამოსვლა რაც სოკოსთვის ხელსაყრელ საკვებ სუბსტრაქტს წარმოადგენს.ამის შემდგომ სოკოს შეუძლია მტევნის დაზიანება მიუხედავად იმისა მტევანი მანამდე დაზიანებული იყო თუ არა. განსაკუთრებით ამ პროცესს ხელს უწყობს ტენიანი ამინდი მტევნის მომწიფებისას.სწორედ ამიტომ სასურველია იმ პრეპარატის გამოყენება რომელიც პათოგენის განვითარებას თრგუნავს.

პრიუს 400 სკ-ს გააჩნია რიგი უპირატესობები:

  1. მცენარეში პრეპარატის სრული განაწილება გაზური ფაზისა და სისტემური მოქმედებით;
  2. გამოყენების მოქნილობა შეწამვლებს შორის ინტერვალების გაზრდით;
  3. პროფილაქტიკური,სამკურნალო და ანტისპორულაციური მოქმედება;
  4. გააჩნია დამცავი და სამკურნალო თვისებები და აქტიურია დაბალი დემპერატურებისას;
  5. მცენარის ადრეული დაინფიცირების კონტროლის უნარი
  6. სწრაფად იჭრება მცენარის ფოთლებში. მედეგია წვიმით ჩამორეცხვაზე (ორი საათი შესხურების ჩატარებიდან ) და უძლებს დიდ რაოდენობა ნალექს (განმეორებითი წამლობა 60 მმ ნალექის მოსვლის შემდეგ )
კულტურა დაავადება გამოყენების დრო მეთოდი ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)
ვაშლი,მსხალი ქეცი,ნაყოფის სიდამპლე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.75-1.2 14(56? ) (2-3)
ვაზი ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 1.2-2.5 14(21? ) (2)
პომიდორი, ლობიო ბარდა ნაცრისფერი სიდამპლე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 1.5-2.0 14(2)
მარწყვი ნაცრისფერი სიდამპლე შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 2 3(2-3)