მიკლოფილი (125 ე.კ. მიკლობუთანილი 125 გ/ლ)




მოქმედების მექანიზმი და სპექტრი:

მიკლოფილი წარმოადგენს ნაცრის საწინააღმდეგო სისტემური მოქმედების მაღალეფექტურ ფუნგიციდს მრავალ კულტურაში გამოსაყენებლად: ვაზი, ატამი, გარგარი, კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, საზამთრო, ნესვი, მარწყვი, დეკორატიული მცენარეები და სხვა. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება, მიკლობუთანილი, იწვევს სოკოში ერგოსტერონის სინთეზის ინგიბირებას, რაც თავის მხრივ იწვევს ნაცრის დაავადების გამომწვევი პათოგენის სწრაფ განადგურებას. პრეპარატი სწრაფად იჭრება მცენარის ქსოვილში და ამჟღავნებს სამკურნალო თვისებებს ინფიცირებიდან 96 საათის განმავლობაში. თუმცა, ყოველთვის უკეთესი შედეგები მიიღწევა, თუ პრეპარატი გამოიყენება პროფილაქტიკურად.

პრეპარატის დახასიათება:

  •  მიკლოფილს გააჩნია მკვეთრად გამოხატული სისტემური მოქმედება; 
  • პრეპარატი ერთნაირად ეფექტურად იცავს როგორც ფოთლებს, ასევე ნაყოფს;
  •  ახასიათებს სწრაფი აბსორბცია (2 საათი) და ხანგრძლივი მოქმედება - 7-14 დღე;
  •  ახასიათებს კარგი მედეგობა წვიმით ჩამორეცხვის მიმართ; შესხურებიდან 3 საათის შემდეგ მოსული ნალექი არ ამცირებს პრეპარატის ეფექტურობას;
  • არ არის ფიტოტოქსიკური კულტურული მცენარე- ებისათვის;
  •  ნაკლებად ტოქსიკურია ფუტკრებისთვის და თბილ- სისხლიანებისათვის;
  •  გამოიყენება ნარევებში მრავალ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან;
  •  რეზისტენტობის თავიდან აცილების მიზნით არ არის რეკომენდირებული მიკლოფილი-ს გამოყენება ერთსა და იმავე ნაკვეთში სეზონის განმავლობაში 3-ზე მეტ ჯერ. რეკომენდირებულია მისი მონაცვლეობა სხვა ქიმიური ჯგუფის განსხვავებული მოქმედების მექანიზმის მქონე ნაცრის საწინააღმდეგო ფუნგიციდებთან.
 კულტურა    ჭრაქი

გამოყენების
დრო და მეთოდი

ხარჯვის ნორმა,(კგ/ჰა)

  ლოდინის პერიოდი
(გამოყენების ჯერადობა)

ვაზი ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,2-0,3 15 (2)
ატამი, გარგარი ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,4-0,6 7 (2)

კიტრი

ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,2-0,4 7 (3)
პომიდორი, წიწაკა ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,2-0,4 3 (3)
საზამთრო, ნესვი ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,2-0,4 7 (3)
დეკორატიული მცენარეები ნაცარი შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,4-0,6 - (3)