KS 638 F1 (მაუი F1)




ტიპი:

  • კრიმსონ სვითი

მცენარე:

  • სიმწიფე 65-68 დღე ნერგების გადარგვიდან;
  • მცენარის კარგად განვითარებული ფოთლოვანი აპარატი  კარგად იფარავს ნაყოფს მზის დამწვრობისაგან;
  • ძლიერი ფესვთა სისტემა ზრდის პირველივე დღეებიდანვე უზრუნველყოფს მცენარეს ყველა საკვები ელემეტებით;
  • მცენარე ადაპტირებადია დღე ღამის ტემპერატურული ცვლილებების მიმართ, კარგად იტანს მოკლე ვადიან გვალვებს.

ნაყოფი:

  • მოგრძო ფორმის, მუქი მომწვანო ზოლებით მწვანე ფონზე;
  • რბილობი წითელი, მკვრივი, ხრაშუნა, წვნიანი, ძალიან ტკბილი;
  • საშუალო წონა: 10 – 12 კგ, მაქსიმალური 14 კგ;
  • ნაყოფის მკვრივი ქერქი  განაპირობებს კარგ ტრანსპორტაბელურობას;
  • გამოირჩევა ერთგვაროვნებით და მიმზიდველი სასაქონლო იერსახით.

დამატებითი ინფორმაცია:

  • მდგრადია ანტრაქნოზის მიმართ და ფუზარიოზის მიმართ(რასა 0.1);
  • მოყვანის სხვადასხვა პირობებისადმი მორგებული ჰიბრიდია.